„პსჟ“-მ ნეიმარის გაშვება გადაწყვიტა, „რეალი“ ისევ საქმეშია?
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ ნეიმარის გაყიდვას აპირებს, რათა მიღებული თანხის სანაცვლოდ კილიან მბაპეს შენარჩუნება და მეგა პროექტის შეთავაზება შეძლოს. ალ ჰელაიფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფრანგი წინახაზელი შეინარჩუნოს.
ნეის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მას ემატება ასაკიც და სწორედ ამიტომ „პსჟ“ მის სანაცვლოდ კარგი თანხის მიღებაზე დაფიქრდა, თუმცა ისიც აღსანისნავია, რომ ბრაზილიელს პარიზში კოლოსალური ხელფასი აქვს და არავინ იცის, რომელი გუნდი შეძლებს ამხელა ხელფასის გადახდას.
ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, ნეიმარი 130 მილიონ ევროდ გაყიდონ და ფლორენტინო პერესი ამ ამბავს ისევ სერიოზულად უყურებს.
პერესი თვლის, რომ ბრაზილიელის დამატება მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება და თუნდაც ნეიმარის მაისურების რეალიზაციით „რეალი“ უდიდეს თანხას მიიღებს.
ტრანსფერი მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ „ბლანკოსი“ მრავალწლიან ინტრესს მაინც არ კარგავს.
ამის პარარელურად გასახსენებელია ზინედინ ზიდანის არაერთი მიმანიშნებელი განცხადება, სადაც ფრანგი ლეგენდა აშკარად აფიქსირებს, რომ მისთვის ნეიმარი პრიორიტეტი არ არის.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ლიდერზე პრეტენზიას მანჩესტერ „იუნაიტედიც“ აცხადებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 23 ნოემბერი 2020
- 1 314
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.