„რეალის“ სამედიცინო შტაბი რამოსს თამაშის რეკომენდაციას არ აძლევს
სერხიო რამოსი მოითხოვს, რომ „ინტერთან“ მოედანზე გასვლის უფლება მიიღოს, მაგრამ „რეალის“ სამედიცინო შტაბს განსხვავებული აზრი აქვს.
ექიმების ვარაუდით, რამოსის მოედანზე გასვლა დიდი რისკის შემცველი იქნება, აქედან გამომდინარე, კაპიტანმა მოედანზე გასვლის უფლება არ უნდა მიიღოს.
ხვალ ზინედინ ზიდანი განაცხადს დაასახელებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, „ბლანკოსის“ სრული შემადგენლობა.
ფაქტი ის არის, რომ სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, სერხიოს დადებითი რეკომენდაცია არ აქვს და ის კიდევ 1 კვირით უქმობას საჭიროებს.
- 23 ნოემბერი 2020
- 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.