ჰოლანდი:„„რეალის“ ვარსკვლავი ჩემი კუმირი იყო“
ერლინგ ჰოლანდმა მადრიდის „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ფავორიტი სწორედ „მერენგების“ დამრტყმელი ძალა იყო.
„სულ პატარა ვიყავი, როდესაც რუუდ ვან ნისტელროი „რეალში“ ბრწყინავდა, ის შესანიშნავი ფორვარდი იყო და სულ ვცდილობდი, რომ მის სტილში მეთამაშა.“
„ვოცნებობდი, ჰოლანდიელთან ერთად ასპარეზობაზე, თუმცა ის ჩემზე გაცილებით უფროსი იყო.“
„ვთვლი, რომ ვან ნისტელროი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ.“
- 23 ნოემბერი 2020
- 4 387
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.