ლა ლიგაში „სოსიედადი“ ლიდერობას განაგრძობს, ცხრილში ვითარება იცვლება
ლა ლიგაში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ ცხრილში ბევრი რამ არის შეცვლილი...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს „სოსიედადის“ ტრიუმფალი სვლა, რომელმაც ისევ მოიგო და 10 ტურის შემდეგ 23 ქულით პირველ ადგილზეა.
მეორე პოზიციაზე „ატლეტიკო“ იმყოფება, რომელსაც 20 ქულა აქვს აქტივში, თუმცა ისიც აღსანისნავია, რომ სიმეონეს გუნდს მხოლოდ 8 მატჩი აქვს გამართული და 2 დაპირისპირება რეზერვის სტატუსს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ „როხიბლანკო“ ტურნირის პოტენციური ლიდერია.
რაც შეეხება მადრიდის „რეალს“ და „ბარსელონას“. ზიზუს გუნდი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, რომელსაც 9 ჩატარებული მატჩის სემდეგ 17 ქულა აქვს, რონალდ კუმანის „ბარსელონა“ კი მე-12 პოზიციას იკავებს.
- 23 ნოემბერი 2020
- 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.