სერხიო რამოსი „ინტერთან“ ბრუნდება?
სერხიო რამოსთან დაკავშირებით ახალი და ძალიან დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება. კაპიტანმა ზიზუს უთხრა, რომ „ინტერთან“ თამაში სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
სამშაბათს „რეალი“ მილანში გაფრინდება, აქედან გამომდინარე, სამშაბათსვე გვეცოდინება მოხვდება თუ არა გუნდის განაცხადში კაპიტანი.
სერხიო ექიმებთან დამატებით კონსულტაციებს ხვალ გაივლის, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა შეფასდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაპიტანი გუნდს დაგეგმილზე ადრე უბრუნდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზიდანს რისკები არ უყვარს და თუ სამედიცინო შტაბის მხრიდან დამაიმედებელი პროგნოზი არ იქნება, მთავარი მწვრთნელი კაპიტანის სურვილს სურვილად დატოვებს.
- 22 ნოემბერი 2020
- 1 318
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.