„ინტერთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყო. ზიდანის გუნდს მილანში უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევს, რაზეც სატურნირო თვალსაზრისით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კარიმ ბენზემამ სრულფასოვანი დატვირთვა ისევ ვერ მიიღო, მაგრამ ის უკეთეს მდგომარეობაშია და შესაძლოა „ინტერთან“ თამაში მოახერხოს.
ზიზუმ დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო კარში დარტყმების კომპონენტსა და ბურთის ფლობას.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
- 22 ნოემბერი 2020
- 553
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.