გუარდიოლა „რეალის“ 2 ფეხბურთელს ითხოვს
ხოსეპ გუარდიოლამ მანჩესტერ „სიტისთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბრიტანული გამოცემების ცნობით, პეპს ახალი გეგმები აქვს, რომლის განხორციელების შემდეგაც ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. ესპანელი მწვრთნელი პირდაპირ ამბობს, რომ მანჩესტერულ კლუბში სწორედ ამიტომ რჩება...
2021 წლის ზაფხულში გუარდიოლა „რეალის“ 2 ფეხბურთელზე გამოაცხადებს პრეტენზიას. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელს ტონი კროოსისა და მარტინ ოდეგორის დამატება სურს. ეს უკანასკნელი ხოსეპის ფავორიტია და თვლის, რომ ძალიან ბევრს მიაღწევს.
კროოსს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მისი გაშვება ძნელადსავარაუდია, თუმცა ბრიტანელთა ცნობით, „სიტი“ ნახევარმცველის სანაცვლოდ „რეალს“ იმდენად მიმზიდველ თანხას შესთავაზებს, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი მოიმატებს, საუბარია დაახლოებით 75 მილიონ ევროზე, რაც ტონის ასაკის ფეხბურთელისთვის ნამდვილად ძალიან დიდი თანხა იქნება.
გარდა ამისა ცნობილია, რომ ოდეგორს „მერენგებთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს და „სიტის“ მისი დამატება საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ნორვეგიელის პერსპექტივიდან გამომდინარე, მისი ფასი საკმაოდ მაღალია. თუნდაც TransferMarkt-ის მონაცემებით, მარტინი 45 მილიონი ღირს, თუმცა ფლორენტინო პერესი ამ თანხის სანაცვლოდ 21 წლის მოთამაშეს არ შეელევა.
- 21 ნოემბერი 2020
- 1 324
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.