სერხიო რამოსი ტუხელის ოცნებაა
მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის პარიზული მომავალი ისედაც ეჭვქვეშ დგას, ტომასი სერხიო რამოსზე მაინც ოცნებობს...
ფრანგული გამოცემების ცნობით, ალ ჰელაიფს სწორედ ტუხელი მოუწოდებს, რომ სერხიო რამოსი დაიმატოს, თუნდაც ეს წლიურად 20 მილიონი ევრო დაჯდეს.
„პსჟ“-ს დამრიგებლის აზრით, სერხიო მის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს შესძენს, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელის გამოცდილება.
ფრანგების ცნობით, თუ „რეალსა“ და სერხიოს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგება, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ „პსჟ“-მ მოთამაშეს ყველაზე კომფორტული პირობები შესთავაზოს.
- 20 ნოემბერი 2020
- 839
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.