სისინიო:„„რეალში“ გაცილებით მეტი შემეძლო“
სისინიომ მადრიდული კარიერა მიმოიხილა და განაცხადა, რომ „რეალში“ გაცილებით მეტი შეეძლო...
„ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ, ვინაიდან მამობის გრძნობა მაქვს გაღვივებული. რაც არ უნდა უცნაური იყო, ჩემი საფეხბურთო კარიერის ბოლო წლები უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო, რასაც თავისი მიზეზები აქვს.“
„„რეალში“ გადასვლით ოცნება ავისრულე, მაშინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო, მაგრამ არსებული პრობლემების გადალახვა ვერ მოვახერხე და საბოლოოდ „ბლანკოსი“ დატოვე. დღემდე დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სამეფო კლუბის თამაშს და ვქომაგობ თეთრ მაისურში გამოწყობილ მოთამაშეებს.“
„ზიდანისგან და სერხიო რამოსისგან ბევრი რამ ვისწავლე, ჩვენ ერთად ვთამაშობდით, თუმცა არც ისე დიდი ხანი. ვფიქრობ, გაცილებით მეტი შემეძლო.“
„სერხიო რამოსი „რეალში“ დიდი ხნით უნდა დარჩეს, ის გახდა იმ ლეგენდარული ფეხბურთელების სრულფასოვანი მემკვიდრე, რომლებიც „მერენგების“ რიგებში ჩემ დროს თამაშობდნენ.“
„მეტი უნდა მემუშავა და არ დავნებებულიყავი. ახალგაზრდა ვინისიუსს სულ მოვუწოდებ, რომ მაქსიმუმი გაიღოს და მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თავის დამკვიდრება შეძლოს, მას აქვს ნიჭი, რომელსაც განვითარება და დახვეწვა სჭირდება.“
- 20 ნოემბერი 2020
- 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.