მაკელელე:„„რეალიდან“ წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო“
კლოდ მაკელელემ მადრიდული კარიერა გაიხსენა და „ჩელსიში“ გადასვლის მომენტზე ისაუბრა...
„მადრიდის „რეალში“ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ სიტუაცია ქაოსური ხდებოდა და გუნდში ჩემი საჭიროება აღარ იყო. მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა „ინტერთან“ და „მანჩესტერ „იუნაიტედთან“, მაგრამ საბოლოო ჯამში „ჩელსი“ გამოვიდა კავშირზე და ლონდონურ კლუბს პირობა მივეცი, რომ არსად არ წავიდოდი, გარდა მათი რიგებისა.“
„საკმაოდ დიდი ვიყავი, თუმცა აბრამოვიჩმა ჩემში სოლიდური თანხა გადაიხადა.“
„ერთადერთი, რასაც ვნახნობ ის არის, რომ „არისტოკრატებთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შევძელი. მე ოთხჯერ ვიყავი 1/2 ფინალში, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გვიმართლებდა.“
„„ჩელსი“ ძალიან სწრაფად შეიქმნა. პროექტი, რომელიც ლონდონში რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა, მინიმუმ 4-5 წელს საჭიროებს იმისათვის, რომ სხვა კლუბებისთვისაც ანალოგიური შედეგის მომტანი იყოს.“
„ჩვენ ვდომინირებდით პრემიერლიგასა და ყველა შიდა ჩემპიონატზე, გვყავდა ძალიან შეკრული გუნდი, სადაც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.“
„მადრიდიდან „ჩელსიში“ გადასვლას არ ვნანობ, ეს იყო ძალიან სწორი და დროული ნაბიჯი ჩემ კარიერაში.“
- 20 ნოემბერი 2020
- 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.