ჟოზემ შესაძლო ტრანსფერებზე არ ისაუბრა
დღეს მოურინიო მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა და ჟურნალისტებთან ინტერვიუებიც დაარიგა, რაც მას არ ჩვევია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პორტუგალიელმა არ ისაუბრა შესაძლო ტრანსფერებზე.
როდესაც "გამორჩეულს" კითხეს თუ ვის შეძენას აპირებდა, კითხვას თავი აარიდა და შემდეგი უპასუხა: "თუ მადრიდის რეალის მწვრთნელი საჯაროდ გამოთქვამს რომელიმე ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას, მისი ფასი ძალიან გაიზრდება, მაგრამ როდესაც ჩუმად დაიწყებ მოლაპარაკებებს ფასი ნაკლები იქნება."
აგრეთვე ცნობილია თუ ვის ანიჭებს "მოუ" უპირატესობას: "დავიმატებ 3-4 ფეხბურთელს, რომელიც მალე გაივლის ადაპტაციას ახალ კლუბში და მოერგება ჩემს ფილოსოფიას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ 3-4 მოთამაშიდან 3 იქნება: მაიკონი, კოლაროვი და დე როსი, ხოლო მეოთხე ხესუს ნავასი ან დი მარია.
"ჩემი აზრით უმჯობესი იქნება დაველოდოთ მუნდიალის დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ ტრანსფერებზე. ჩემთვის მთავარი არ არის რაოდენობა, მთავარია ხარისხი."
პორტუგალიელის სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მადრიდის რეალი თავდამსხმელს არ დაიმატებს, აქედან გამომდინარე რაული კლუბში დარჩება.
- 1 ივნისი 2010
- 3 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.