ლუკას ერნანდესი „ბაიერნიდან“ წასვლას და „რეალში“ თამაშს გეგმავს
ესპანური Defenscentral-ის ინფორმაციით, ლუკას ერნანდესს ბუნდესლიგის დატოვება და კარიერის მადრიდში გაგრძელება სურს...
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ერნანდესის ოცნება ზიდანთან მუშაობაა და მას უკვე დიდი ხანია მადრიდზე უჭირავს თვალი. თავის მხრივ, ზიდანი ლუკასს დიდ პატივს სცემს და თვლის, რომ ის „ბლანკოსში“ ბრწყინვალე იქნება.
ტეოს ძმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ შეუძლია როგორც დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში, ასევე პროდუქტიულია ცენტრალურ რგოლშიც.
თავის დროზე „რეკორდმაისტერმა“ ერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელები მას იაფად არ დათმობენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ფრანგის ფასი 56 მილიონამდე დავარდნილი.
ლუკასის ტრანსფერის შემთხვევაში მარცხენა ფლანგის ირგვლივ ყველა კითხვა მოიხსნება, რომელიც მარსელოს, რეგილონს, ალაბას და სხვა მოთამაშეებს უკავშირდება.
- 18 ნოემბერი 2020
- 1 201
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.