გარეთ ბეილი:„სასიამოვნოა იქ თამაში, სადაც ჭირდები“
გარეთ ბეილმა საკუთარ კონდიციასა და მიმდინარე გეგმებზე ისაუბრა...
„ყოველთვის სასიამოვნოა იქ თამაში, სად გრძნობ სიყვარულს და იმას, რომ მწვრთნელს ჭირდები. ჩემთვის „ტოტენჰემში“ ასპარეზობა დიდი ბედნიერებაა, უელსის ნაკრებისთვის კი ბოლომდე ვიხარჯები, ვინაიდან ქომაგებისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს. სამწუხაროა, რომ ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ხდება და მოედნები ცარიელია.“
„მჭიდრო კალენდარს შეჩვეული არ ვიყავი, ვინაიდან მოედანზე გასვლა იშვიათად მიჩვევდა, ახლა ახალი რეალობაა და უნდა შევეგუო.“
„მიხარია, რომ უკეთეს ფორმაში შევდივარ, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია.“
„მადრიდზე არ ვფიქრობ, ვინაიდან ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი უელსის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ წარმატებაა.“
- 18 ნოემბერი 2020
- 1 669
- 12