ისკო ალარკონი „სევილიას“ დაუკავშირეს
ესპანური გამოცემების ცნობით, ისკო ალარკონი ანდალუსიის „სევილიას“ რადარზეა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟულიენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების სათავეში ყოფნის დროს ისკოს სრულ ნდობას უცხადებდა და მადრიდელი ფეხბურთელიც შესანიშნავად გამოდიოდა.
ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც „სევილიას“ აქვს ისკოს ხელფასია. ალარკონის შემოსავალი წლიურად 7 მილიონი ევროა, რისი გადახდაც ანდალუსიურ კლუბს არ შეუძლია.
თუ ისკო ხელფასის დაახლოებით 15%-ით შემცირებას დათანხმდება, ანდალუსიელები მას 5 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ.
ლოპეტეგი მზად არის, მოლაპარაკებები იანვარშივე დაიწყოს და შესაძლებლობის შემთხვევაში ტრანსფერი მალე დაასრულოს.
ამ ეტაპზე ანდალუსიური კლუბი „რეალისთვის“ 25-30 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაც არსებულ რეალობაში ნორმალურ ფასად ითვლება.
სულ რაღაც 2 წლის წინ ისკოს ფასი 75 მილიონ ევროს სცდებოდა, მაგრამ ვითარება ეტაპობრივად უარესობისკენ იცვლებოდა.
- 17 ნოემბერი 2020
- 850
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.