კალდერონი: "მოურინიო პერესის ბოლო ტყვია არის"
მადრიდის რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა კალდერონმა კომენტარი გააკეთა მოურინიოს რეალის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე.
"მოურინიოს აქვს ამბიცია, რომ მას შეუძლია გაწვრთნას ნებისმიერი ევროპული გრანდი, მაგრამ ის თამაშობს დაცვით ფეხბურთს და მადრიდის რეალის გულშემატკივრებს ეს არ მოსწონთ. როდესაც მე კაპელო დავნიშნე თეთრების დამრიგებლად, სეზონი ტიტულით დავასრულეთ, გულშემატკივრები კი უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან მათ არ მოსწონდათ თამაშის ხარისხი. თუ მწვრთნელი მიაღწევს იმას, რომ კლუბმა ითამასოს ლამაზი ფეხბურთი და თან მოიგოს ტიტული, დიდხანს დარჩება სმეფო კლუბში."
"ფლორენტინო პერესმა კი რაც გააკეთა არის უკანასკნელი ტყვია, რომელიც მან საკუთარ თავს ესროლა და არა მის პროექტს. ის ახლა ცდილობს გამოასწოროს თავისი შეცდომები, მაგალითად ისეთი როგორიც არის სნეიდერის ან რობენის კლუბიდან გაშვება, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მე შევიძინე. ამის შესახებ ჩემ გარდა არავინ იცის, აგრეთვე მაქვს ინფორმაცია, რომ კლუბი აპირებს იგუაინის გაყიდვასაც, მგრამ იმედი მაქვს პიპიტა გუნდში დარჩება (შეგახსენებთ, რომ პიპიტამ რელთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა 2016 წლამდე ავტ)."
"რაც შეეხება ვლდანოს, ხშირად ის სულელურ გადაწყვეტილებას იღებს, რაც გაუმართლებელია. მაგალითად კასტილიას უგულებელყოფა, მაგრამ ხშირად ის მართალია. ვიცი, რომ ხორხეს და პარდისას პელეგრინის გუნდიდან გაშვება არ უნდოდათ, ეს გადაწყვეტილება პერესმა ერთპიროვნულად მიიღო. ფლორენტინო შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა, თუ თანაშემწეებსაც დაუწყებდა ყურს, მაგრამ ის კვლვ ძველ შეცდომებს უშვებს, რომლებზეც წესით უნდა ესწავლა. ნათქვამია, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც ერთიდაიგივე ქვას ორჯერ წამოკრავს ფეხს. ის კი უკვე მეხუთეჯერ წაბარბაცდა."
- 1 ივნისი 2010
- 2 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.