ფლორენტინომ სერხიო რამოსს უთხრა, რომ „რეალიდან“ წასვლა შეუძლია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსს წასვლის ვარიანტის განხილვა არ დაუშალა...
ხოსეპ პედრეროლისა და ესპანური სპორტული არხების ცნობით, პერესმა კაპიტანს პირადად დაურეკა და უთხრა, რომ თუ ის მნიშვნელოვან შეთავაზებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა არ შეუძლია, „რეალი“ გაგებით მოეკიდება კაპიტანის გადაწყვეტილებას.
პერესის პოზიციას განაპირობებს ის გარემო ფაქტორები, რომელიც ეკონიმიკურ კრიზისს უკავშირდება. „მერენგებს“ რამოსისთვის ხელფასის შემცირება უწევთ, მსურველი კლუბები კი მას შემოსავალს 20%-30%-ით უზრდიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია რამოსის პოზიცია, თუმცა ის ფაქტია, რომ ესპანელის წასვლის შანსი სულ უფროდაუფრო იმატებს.
ამ ეტაპზე სერხიოზე პრეტენზიას „სიტი“, „პსჟ“ და „ლივერპული“ აცხადებენ.
- 17 ნოემბერი 2020
- 1 717
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.