„რეალმა“ კვირის მეორე ვარჯიში გამართა
სამეფო კლუბის ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მორიგი ვარჯიში გამართეს. აღნიშნული სესიაც სანიტარული ნორმებისა და მკაცრი პროტოკოლის დაცვით წარიმართა...
კარიმ ბენზემა სრულფასოვანი დატვირთვის მიღებას ისევ ვერ ახერხებს და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ანალოგიურ სიტუაციაში ალვარო ოდრიოზოლაც, რომელმაც სესიის ნახევარზე მეტი სატრენაჟორო დარბაზში გაატარა.
ინდივიდულურ პროგრამას იყენებს ფედერიკო ვალვერდეც, რომელიც ტრავმირებულია და დიდი ალბათობით დეკემბრის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
მარტინ ოდეგორი გუნდთან ერთად არის, ასევე კოლექტივთან ერთად ვარჯიშობს ფერლან მენდიც.
ხვალიდან კოლექტივში მატება იქნება, ზეგიდან კი ზიდანს სრულფასოვანი გუნდის მომზადების საშუალება ექნება, ვინაიდან სანაკრებო ბატალიები დასასრულს უახლოვდება.
- 17 ნოემბერი 2020
- 467
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.