რონალდუ:„ჩემთვის მოდრიჩთან და კოვაჩიჩთან შეხვედრა ემოციური იყო“
კრიშტიანო რონალდუ და ლუკა მოდრიჩი ერთმანეთს შეხვდნენ. რამდენიმეწუთიან ძალიან ემოციურ საუბარს მატეო კოვაჩიჩიც შეესწრო, რომელიც ასევე მადრიდისტა გახლდათ. პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა ლუკიტას წარმატებები უსურვა...
„ჩემთვის მოდრიჩის ნახვა ძალიან ემოციური იყო, ლუკიტა ჩემი მეგობარია, ხორვატს ვუთხარი, რომ „რეალი“ ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებაა.“
„უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბმა დიდი წარმატებების დაფიქსირება სწორედ მოდრიჩის მოსვლის შემდეგ დაიწყო, ის ჩვენი გუნდის უდავო ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.“
„მსურს, მოდრიჩმა კიდევ დიდხანს ატაროს „ბლანკოსის“ მაისური.“
- 17 ნოემბერი 2020
- 6 216
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.