„რეალმა“ კვირის პირველი ვარჯიში გამართა
ზინედინ ზიდანმა კვირის პირველი ვარჯიში დაასრულა. გუნდი ჯერ კიდევ განახევრებული შემადგენლობით ატარებს შეკრებებს...
ბენზემა განსხვავებული პროგრამით ვარჯიშობს, ის ბოლომდე მზად ჯერ არ არის.
რაც შეეხება ოდრიოზოლას და ვალვერდეს, ალვარო სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, ხოლო ფედე აღდგენით პროცესს განაგრძობს.
გუნდთან ერთად ივარჯიშა მარტინ ოდეგორმაც, რომელიც 2 დღის წინ ნორვეგიის ნაკრებმა გაათავისუფლა.
სესიაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ბურთის ფლობასა, კარში დარტყმებსა და ტაქტიკურ მონახაზებზე.
ხვალ ზიდანი მორიგ ვარჯიშს გამართავს, ზეგიდან კი კოლექტივს ფეხბურთელები ეტაპობრივად შეუერთდებიან.
„რეალი“ ასპარეზობას 21 ნოემბერს, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში განაახლებს.“
- 16 ნოემბერი 2020
- 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.