ლუის ენრიკე:„სერხიო რამოსის არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს“
ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ესპანეთის ნაკრებში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა და სერხიო რამოსზეც ისაუბრა. დღეს „ფურია როხას“ უკანახაზელთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა...
„რა თქმა უნდა, არავითარ განცხადებას არ გავაკეთებ იმაზე, რა იგეგმებოდა და ასე შემდეგ. მე ვარ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი და არ ვერევი საკლუბო ურთიერთობებსა და შეთანხმებებში.“
„მე ვარ კატალონიელი და არ მიყვარს „რეალი“, ეს ახალი ალბათ არავისთვისაა, თუმცა სერხიო რამოსის მადრიდელთა რიგებიდან წასვლა არ გამიხარდება, ვინაიდან ის დააკლდება არამხოლოდ „ბლანკოსს“, არამედ სრულიად ესპანურ ფეხბურთს, რაც სამწუხარო იქნება.“
„რამოსის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მე და ყველა ასე უნდა მოიქცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელის ირგვლივ ყველა ჭორი მალე დასრულდება, ის სამეფო კლუბის ღირსეული კაპიტანია.“
- 16 ნოემბერი 2020
- 10 358
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.