„სიტიმ“ სერხიო რამოსის ტრანსფერზე სერიოზული მუშაობა დაიწყო
ბრიტანული გამოცემების ცნობით, თუ სერხიო რამოსი „რეალის“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, მანჩესტერ „სიტი“ იქნება ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ესპანელი ფეხბურთელის დასამატებლად სერიოზულ ბრძოლას გამოაცხადებს...
„რეალის“ კაპიტანი ხოსეპ გუარდიოლას სიმპატიებით სარგებლობს. პეპი თვლის, რომ რამოსს კიდევ 3 წლის განმავლობაში შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, აქედან გამომდინარე, მანჩესტერული კლუბი ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს 3 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც მისი ხელფასიც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მოთამაშეს „რეალში“ აქვს.
ბრიტანელების ცნობით, „სიტი“ სერხიოს 14 მილიონ ევროს შესთავაზებს და ამასთანავე იმუშავებს ბონუსების სისტემაც, რომელიც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოიცავს.
როგორც ვხედავთ, რამოსზე პრეტენზიას ღიად უკვე სამმა გრანდმა გამოაცხადა „სიტის“, „ლივერპულისა“ და „პსჟ“-ს სახით.
- 16 ნოემბერი 2020
- 882
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.