რამოსის პრესკონფერენციიდან მოხსნა ლუის ენრიკეს მოთხოვნით მოხდა
მოგეხსენებათ, დღეს ლუის ენრიკესთან ერთად სერხიო რამოსს პრესკონფერენცია უნდა გაემართა, მთავარი თემა კი ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ „რეალის“ კაპიტანის ნაცვლად პრესკონფერენციას როდრი დაესწრებოდა, ეს ამბავი ესპანურ პრესაში ისე გაშუქდა, თითქოს რამოსს მომავალი კლუბის შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა და მისი პრესკონფერენციიდან მოხსნა „ბლანკოსმა“ მოითხოვა, თუმცა ესპანური გამოცემები ახლა რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ...
რამოსი ჟურნალისტების წინაშე ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით არ წარსდგება, ვინაიდან „ფურია როხას“ მწვრთნელს სურს, რომ მისმა გუნდმა აქცენტი გერმანიასთან დაპირისპირებაზე გააკეთოს და არა საკლუბო მოვლენებზე.
სერხიოს გამოჩენის შემთხვევაში ჟურნალისტები აქცენტს „რეალზე“ გააკეთებდნენ, სადაც განხილული იქნებოდა ახალი კონტრაქტის დეტალები, ეს ყველაფერი კი ენრიკეს გეგმებში არ შედიოდა. ესპანელთა მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობს, მისი გუნდის ყველა წევრმა კონცენტრაცია სანაკრებო დაპირისპირებაზე გააკეთოს.
- 16 ნოემბერი 2020
- 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.