„რეალის“ 9 ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 და 2022 წელს ეწურება!

კონტრაქტები გადასახედია. ფლორენტინო პერესს სერიოზული გააქტიურება მართებს. ესპანური გამოცემები იხსენებენ 2016 და 2017 წლებში განვითარებულ მოვლენებს, სადაც 1 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა პერესმა ძალიან ბევრ მოთამაშეს გაუხანგრძლივა ხელშეკრულება და ამ მხრივ გუნდში სრული სტაბილურობის განცდა შექმნა. ახლა ვითარება განსხვავებულია და მადრიდისტები ფლორენტინოსგან იგივე ნაბიჯებს ელიან. 2021 წელს „ბლანკოსის“ 3, ხოლო 2022 წელს 6 ფებხურთელს ეწურება კონტრაქტი, რომელთაგანაც რამდენიმეს წასვლას უწინასწარმეტყველებენ, ზოგიერთის დარჩენა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...

2021 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტები გახდებიან ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი და სერხიო რამოსი. ხორვატთან დაკავშირებით „რეალი“ +1 წლიან კონტრაქტზე მუშაობას, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა რამოსთან დაკავშირებითაც, მაგრამ აქ საუბარი და ე.წ „ჭიდაობა“ 2 წლიან შეთანხმებაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ლუკას ვასკესს, ესპანელთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერია ცნობილი და დიდია შანსი იმისა, რომ ვასკესმა მადრიდული კარიერა სულ რაღაც 7 თვეში დაასრულოს.

რაც შეეხება 2022 წელს. ამ მხრივ „ბლანკოსის“ ფეხბურთელების რიგი დგას. ახალი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, 2022 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტები გახდებიან კარიმ ბენზემა, ნაჩო ფერნანდესი, რაფაელ ვარანი, დანიელ კარვახალი, მარსელო ვიეირა და ისკო ალარკონი.

ბენზემასთან დაკავშირებით „რეალი“ მოლაპარაკებების დაწყებას 2021 წლის ზაფხულში აპირებს. ფლორენტინო პერესი ფრანგ ფეხბურთელს „ბლანკოსში“ დარჩენას დამატებით 1 წლით, ანუ 2023 წლის 30 ივნისამდე შესთავაზებს. დიდი ალბათობით, „9“-იანი ამ შეთავაზებას დათანხმდება.

რაც შეეხება ნაჩო ფერნანდესს, ესპანელთან დაკავშირებით სიახლეები ცნობილი არ არის, თუმცა ჯერ კიდევ 1 თვის წინ იწერებოდა, რომ ნაჩო 2021 წლის ზაფხულში მადრიდს გამოემშვიდობება და კარიერას პორტუგალიაში ან იტალიაში განაგრძობს. „ბენფიკა“ ფერნანდესს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სერია „ა“-ს რამდენიმე კლუბი კი ესპანელის სამსახურზე 3 წლით აცხადებს პრეტენზიას.

კარიმ ბენზემას მსგავსად, „რეალი“ მომდევნო წლის ზაფხულში ეცდება ახალი კონტრაქტები გაუფორმოს რაფაელ ვარანსა და დანი კარვახალსაც. ფრანგის შემთხვევაში საუბარი 5 წლიან კონტრაქტზეა, რომელსაც ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურება, ხოლო კარვახალთან დაკავშირებით გუნდი 4 წლიან შეთანხმებაზე მუშაობს, რომელსაც ვადა 2025 წლის ზაფხულში ამოეწურება.

იდენტურია ისკო ალარკონისა და მარსელოს სიტუაციაც, „რეალი“ არცერთ მათგანთან არ აპირებს თანამშრომლობის განახლებას. მეტიც, ალარკონი 99%-იანი ალბათობით 7 თვეში გუნდს დატოვებს და ახალ კლუბში ვიხილავთ, ხოლო მარსელოს მადრიდში დარჩენა 2022 წლამდე შეეძლება, თუმცა სურვილის შემთხვევაში კლუბს უფრო ადრეც დატოვებს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, „ბლანკოსსა“ და ისკო-მარსელოს დუეტს შორის ახალი შეთანხმება აღარ შედგება.

ცნობისთვის, 2023 წლამდე აქვთ გუნდთან კონტრაქტი გაფორმებული კაზემიროს, ტონი კროოსს, მარიანოს, ასენსიოს და ოდეგორს. 2024 წლამდე ესპანეთის დარჩენის საშუალება მიეცემათ ედენ აზარს, ტიბო კურტუას, ალვარო ოდრიოზოლას და ანდრეი ლუნინს.

რაც შეეხებათ 2025 წლამდე დაკონტრაქტებულ ფეხბურთელებს. ესენი არიან - ლუკა იოვიჩი, ფერლან მენდი, ვინისიუს ჟუნიორი, ფედერიკო ვალვერდე, ედერ მილიტაო და როდრიგო გოეში.

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2020
  • 769
  • 1

1

16 ნოემბერი 2020 17:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ვარანი კარვახალი რამოსი კროოსი მენდი კაზე და ვალვერდე არსად არ უნდა გაუშვან. ბენზენა 2023 მდე, აზარი 2024-5 მდე, ვინიპუხა და როდრიგო იჯარით, ასევე იოვიჩიც.
მბაპე ჰალანდი აზარი
ვალვერდე კროოსი კაზე
კარვახალი მენდი ვარანი რამოსი
კურტუა
იდეალური დედისმსერავი შემადგენლობაა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)