„ვესტ ჰემი“ „რეალის“ ფორვარდებიდან ერთ-ერთს ითხოვს

„ვესტ ჰემი“ მზად არის, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „რეალის“ ერთ-ერთი ფორვარდი შეიძინოს.

„ვესტ ჰემელთა“ აზრით, თავდასხმის ხაზი აშკარად გასაძლიერებელია, „რეალს“ კი მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი არ სჭირდება. ინგლისელები ორივე ვარიანტს განიხილავენ და სურთ, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიმატონ.

ესპანური გამოცემების ცნობით, ბრიტანული მხარე იანვარში ფლორენტინო პერესს მიმართავს. „ვესტ ჰემი“ მზად არის, ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, თუნდაც ეს 6 თვიანი იყოს, ხოლო მარიანო დიასთან დაკავშირებით საუბრის დაწყება 4 წლიან კონტრაქტზე იგეგმება.

„ას“-ის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ამ წინადადებაზე აუცილებლად დაფიქრდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად მარიანოს აზრი პრემიერლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იოვიჩს, სერბ ფორვარდს პრეტენზიას „მილანიც“ აცხადებს, მაგრამ იტალიური გუნდი 18 თვიან იჯარას განიხილავს.

  • Bernabeu
  • 16 ნოემბერი 2020
  • 927
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (91)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)