ჩეფერინი:„სუპერლიგა ზოგიერთის ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია“
„უეფას“ პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ ახალი სუპერლიგის ჩამოყალიბებასა და სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრა. წამყვანი ორგანიზაციის მმართველის განცხადებით, ეს არის რამდენიმე ევროპული გრანდის აუხდენელი ოცნება.
„ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ფეხბურთელების მიმართ. აბსოლუტურად ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ თუნდაც 2 ან 3 წელიწადში კიდევ ერთი გათამაშება ვიხილოთ.“
„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ტურნირები, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და ასე შემდეგ.“
„აუცილებელია იმ რესურსის დაზოგვა, რომელიც ფეხბურთელებს აქვთ. ზოგიერთი ევროპული გრანდის ახირება და ეკონომიკური გათვლები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს საერთო სურათზე.“
შეგახსენებათ, მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთან“ და კიდევ რამდენიმე გრანდთან ერთად ახალი, სუპერტურნირის შექმნის მომხრეა!
- 16 ნოემბერი 2020
- 620
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.