უნაი ემერი:„ტაკეფუსა ახალი დავიდ სილვაა“
უნაი ემერის განცხადებით, ტეკეფუსა კუბოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს. „ვილიარეალის“ თავკაცმა იაპონელი ტალანტი დავიდ სილვას შეადარა და განაცხადა, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის ბევრი მსგავსებაა.
„კარგად ვიცნობ დავიდ სილვას, წლების წინ ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ასევე ყველასთვის ცნობილია რამხელა წარმატებას მიაღწია აწ უკვე „სოსიედის“ ფეხბურთელმა.“
„ტაკეფუსა თამაშის სტილით სწორედ სილვას ჰგავს, მას დიდი მომავალი აქვს და მჯერა, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს მალე დაიწყებს.“
„ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ იმ ტექნიკურ და ტაქტიკურ არსენალზე, რომელსაც იაპონელი შემტევი ფლობს, ის ძალიან პერსპექტიული და იმედისმომცემი ახალგაზრდა.“
- 16 ნოემბერი 2020
- 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.