რამოსმა პრესკონფერენცია ჩაშალა!
2 საათის წინ ესპანურმა პრესამ ოფიციალურად დაანონსა და სერხიო რამოსი ჟურალისტების წინაშე წარდგებოდა. ჟურნალისტებთან შეხვედრა ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების მატჩს უნდა მიძღვნოდა, მაგრამ კაპიტანი მადრიდულ მომავალთან დაკავშირებითაც აპირებდა განცხადების გაკეთებას. უახლესი ინფორმაციით, დღეს საღამოს პრესკონფერენციას რამოსი აღარ დაესწრება და მის ნაცვლად ლუის ენრიკესთან ერთად როდრი გამოჩნდება.
ამის პარარელურად ჯერ კიდევ ძალაშია ფლორენტინო პერესის სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერა, სადაც პრეზიდენტი აუცილებლად ისაუბრებს სერხიო რამოსსა და მის ირგვლივ განვითარებულ აჟიოტაჟზე.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, სერხიოს ჟურნალისტებთან შეხვედრის ჩაშლა სწორედ „რეალმა“ სთხოვა.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ ვითარება სტაბილური არ არის.
- 16 ნოემბერი 2020
- 973
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.