„რეალმა“ ახალი კაზემირო ბრაზილიაში იპოვა!
ესპანური გამოცემები საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებენ, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესმა კაზემიროს შემცვლელს ისევ ბრაზილიაში მიაგნო.
საქმე ეხება გაბრიელ ვინისიუს მენინოს, რომელიც ჩამშლელი ნახევარმცველია და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მენინო 2020 წელს არის დაბადებული და „პალმეირასის“ ღირსებას იცავს.
29 სექტემბერს მენინო 20 წლის გახდა, მას ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ არსებობს ბერკეტები, რომელიც „რეალს“ საშუალებას მისცემს, რომ მოთამაშე დაიმატოს.
მენინო 176 სანტიმეტრია და კარგი ფიზიკური კონდიციების გამოირჩევა, მისი ფასი ამ ეტაპზე 12-იდან 17 მილიონ ევრომდე მერყეობს.
- 16 ნოემბერი 2020
- 1 395
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.