რონსერო:„რამოსის მადრიდიდან წასვლა უნდა გამოირიცხოს“
ტომას რონსერო სერხიო რამოსს მხარს ღიად უჭერს. „გიჟი მადრიდისტას“ განცხადებით, კაპიტანთან დაკავშირებით ყველა კითხვა უნდა მოიხსნას.
„მე ვფიქრობ, რომ ფლორენტინო პერესმა დააგვიანა და ვითარება ასეთ დონეზე არ უნდა დაძაბულიყო.“
„სერხიოს წასვლა გამორიცხულია, ამიტომ ყველა კითხვა უნდა მოიხსნას და კაპიტანმა ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.“
„1+1 ფორმატი სავსებით მისაღები უნდა იყოს, ჩემი აზრი ასეთია. ვნახოთ, რაზე შეთანხმდებიან მხარეები, მაგრამ შეთანხმება რომ ძალიან დროულად უნდა მოხდეს ფაქტია.“
„„ლივერპულის“ და „პსჟ“-ს ინტერესი? მერწმუნეთ, აღნიშნული გუნდების გარდა რამოსით ყველა ტოპ კლუბი ინტერესდება, ის არის ფეხბურთელი, რომელზეც ყველა მწვრთნელი ოცნებობს.“
- 16 ნოემბერი 2020
- 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.