დაუჯერებელი კონტრაქტი სერხიო რამოსს - „პსჟ“ 60 მილიონს ჩამოდის
ესპანური გამოცემების ცნობით, „პსჟ“ სერხიო რამოსს დაუჯერებელ ხელფასს სთავაზობს. იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი კაპიტანთან ხელფასის 20%-ით შემცირებაზე საუბრობს, ვინაიდან კლუბში ფინანსური კრიზისია, ალ ჰელაიფი „რეალის“ კაპიტანს დაუჯერებელ კონტრაქტს სთავაზობს.
პარიზელები რამოსს წლიურად 20 მილიონ ევროს სთავაზობენ, კონტრაქტი კი 3 წლიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერხიო 3 წელიწადში 60 მილიონ ევროს მიიღებს.
„პსჟ“ ესპანელი ფეხურთელის მოხიბვლას სხვა პირობებითაც ცდილობს. კერძოდ: ალ ჰელაიფი უარს ამბობს უკანახაზელის სხვადასხვა კონტრაქტიდან მიღებული შემოსავლების პროცენტზე, რომელიც ეხება რეკლამებს, საპარტნიორო ხელშეკრულებებს და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, პარიზელები რამოსს შეუძენენ ვილას, რომელსაც ესპანელის ოჯახი საჩუქრად მიიღებს და მოთამაშეს „პსჟ“-ში თამაშის შემდეგაც შეეძლება იმ ტერიტორიის ათვისება.
„პსჟ“-ს გარდა რამოსზე პრეტენზიას „ლივერპულიც“ აცხადებს, რომელიც 20 მილიონ ევროს ვერ იხდის, მაგრამ მზად არის, მოთამაშესთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
როგორც ვხედავთ, კაპიტანთან დაკავშირებით ვითარება უკიდურესად იძაბება.
- 16 ნოემბერი 2020
- 5 227
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.