ოდეგორმა „რეალში“ დაბრუნების ნებართვა მიიღო
ნორვეგიის ნაკრები კარანტშია გადაყვანილი, შესაბამისად გაუქმდა მატჩი, რომელიც მარტინ ოდეგორის გუნდს რუმინეთის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა...
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ მოთამაშემ ფეხბურთის ფედერაციასა და შესაბამის ორგანოებს მიმართა, რათა კარანტინის გვერდის ავლით ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებულიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულს თან დაერთო მადრიდის „რეალის“ ოფიციალური მოთხოვნა, რომელიც მარტინის დაბრუნებას უკავშირდებოდა.
კოვიდ 19-ზე ტესტირების შედეგი უარყოფითია, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით ხვალ ოდეგორი მადრიდში დაბრუნდება და ზიდანის მითითებების შესრულებას დაიწყებს.
- 15 ნოემბერი 2020
- 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.