მოურინიოს ინტერვიუ RealMadrid.Com-თან

მადრიდის რეალის ახალმა მწვრთნელმა RealMadridTV-ის ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა

- რა არის თქვენი პირველი შთაბეჭდილებები მადრიდის რეალზე მისი მწვრთნელის რანგში?

- თავს ძალიან მშვიდად და მოტივირებულად ვგრძნობ, ერთადერთი გრძნობა, რასაც ახლა განვიცდი არის სიამაყე. ამ დონის კლუბში მხოლოდ პროფესიონალ მწვრთნელებს ეპატიჟებიან. ახლა ცოტა დასვენება მჭირდება, მაგრამ თუ მომთხოვენ ხვალიდანვე დავიწყებ გუნდის გაწვრთნას.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ მწვრთნელის კარიერა სრულფასოვანი არ იქნება თუ ის მადრიდის რეალს არ ჩაუდგება სათავეში. ახლა რას იტყვით ამაზე?

- მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა მადრიდის რეალის გაწვრთნა, ვინაიდან მე წარმატებით ვმოძღვრავდი ჩემს წინა კლუბებს. ახლა ვარ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბის დამრიგებელი. როდესაც ერთი ციკლი სრულდება, მეორე იწყება. მილანთან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, გადავწყვიტე ახალი გამოწვევა მიმეღო და დავთანხმდი ფლორენტინო პერესის შემოთავაზებას.

- თქვენ იყავით წარმატებული მწვრთნელი პორტუგალიაში, ინგლისში და იტალიაში. მოიგეთ ყველა მნიშვნელოვანი ტიტული. თქვენი მთავარი მიზანი ლა ლიგას მოგება იქნება?

- მე ესპანეთში თავს კარგად ვგრძნობ და აქაურობას კარგად ვიცნობ, რადგან 4 წლის განმავლობაში სხვა ესპანურ კლუბში ვმუშაობდი, ოღონდ იმ შემთხვევაში სხვა თანამდებობა მეჭირა. რა თქმა უნდა ლა ლიგა ძალიან ღირებული ტიტულია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, რადგან ფეხბურთის ისტორიაში არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც ეს ტიტული სამ სხვადასხვა კლუბთან აქვს მოგებული.

- პეპეს დაბრუნება გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

- რადგან ექიმებმა თქვეს რომ ის მზად არის, მაშინ ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. მოხარული ვარ, რომ პეპე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რადგან იქ თამაშისას ფორმას აღიდგენს და გუნდში დიდი გამოცდილებით დაბრუნდება. მოხარული ვარ რომ ჩვენი ტრავმირებული ფეხბურთელები დიდი მონდომებით და ძალისხმევით ვარჯიშობენ. ყველაზე ცუდი ფაქტორი წინა სასეზონო მზადებისთვის ის არის, რომ აგვისტოს თვეში ფეხბურთელები ნაკრებებში მიდიან და ჩემ განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი რჩება. ამას ვერ გავექცევით, ასე იყო ინტერშიც და ჩელსიშიც.

- კასილასის რომელ ჩვევას გამოარჩევდით?

- დაცვაზე ზრუნვა ადვილია, როდესაც გუნდში ბევრი მცველი ან დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეტევაში თამაში ძნელია. ყველა ჩემი კლუბი გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენი პლიუსი სწორედ ეს არის. ისინი კარგად თამაშობენ დაცვაში და აგრეთვე იტანენ გოლებს, რაც უზრუნველყოფს ტიტულების მოგებას. ჩემი გუნდები არიან დაბალანსებულნი და ამბიციურები. რაც შეეხება კასილასს იგი უმაღლესი დონის გოლკიპერია და ჩემი მეკარეების მწვრთნელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მისი დამსახურებაა, რომ ვიტორ ბაია 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოდ დაასახელეს თავის პოზიციაზე. იგივე გააკეთა ჩეხის და ჟულიო სეზარის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ შემდეგი იკერი იქნება. მე არ ვიცნობ კასილსს, მაგრამ ძალიან მომწონს მისი თამაში.

- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მზადყოფნა?

- რა თქმა უნდა გუნდი ფიზიკურად კარგ ფორმაში უნდ იყოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ტიტულების მოსაგებად. ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი იქნება გუნდის სრულყოფილი მომზადება სეზონის დასაწყისისთვის, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად.

- რა ჭირდება მოურინიოს კლუბისგან?

- მე მჭირდება მათგან ძალიან დიდი ნდობა. მე არ მყავს მწვრთნელთა ტრადიციული შემადგენლობა, თუმცა მასში შედიან ფიტნესის და მეკარეების მწვრთნელები და აგრეთვე რამდენიმე ასისტენტი, მაგრამ ჩემი გუნდის წევრები მთელი კარიერის განმავლობაში მხარში მიდგანან და წარმატებას ერთად ვაღწევდით. მე მაშინ ვმუშაობ კარგად თუ ჩემი გუნდი არის კარგ ფორმაში, ამიტომ მსურს მათი მოყვანა მადრიდის რეალში. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი ძლიერი ოჯახი.

- თქვენ გჭირდებათ მხარდაჭერა ამ ოჯახის შესაქმნელად.

- მე ძალიან მომწონს კლუბის ამჟამინდელი შემდგენლობა და მხოლოდ 2-3 ფეხბურთელის დამატება მსურს, რომელიც ადვილად აითვისებს ჩემს ფილოსოფიას. არ მინდა რომ ვინმემ ზეწოლა იგრძნოს, ეს კლუბზე უარყოფითად აისახება. აგრეთვე არ მინდა რომ კლუბმა დახარჯოს დიდი თანხა ფეხბურთელების შესაძენად.

- თქვენ ხართ ამბიციური და გამარჯვებული. გიგრძვნიათ თავი გაურკვევლობაში?

- შესაძლოა, მაგრამ მე არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა დავმშვიდობებოდი ფეხბურთს და დამესვენა ჩემს ოჯახთან ერთად, თუმცა მე ამბიციური ვარ და მსურს მოვიგო ტიტულები. იყო გამარჯვებული მწვრთნელი, მსოფლიოში ყველაზე კარგი პროფესიაა. ჩემი მიზანი მადრიდის რეალის მწვრთნელობა არ არის. მე მსურს ვიყო მადრიდის რეალის მწვრთნელი, რომელიც ტიტულებს მოიგებს. ეს არის ჩემი მოტივაცია.

- რომელი გირჩევნიათ იყოთ გამარჯვებული და წვრთინდეთ კლუბს მოკლე ვადით თუ გრძელი ვადით?

- მე პორტუსთან და ინტერთან ჩემპიონთა ლიგა ჩემი დანიშვნიდან 2 წლის შემდეგ მოვიგე, ჩელსისთან ერთად 2-ჯერ გავედი ნახევარფინალში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მოკლე ვადით მსურს რომელიმე კლუბში დარჩენა. ჩემი მთავარი მიზანი არის მოგება.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)