შობაშლაის აგენტი „რეალს“ ესაუბრა
მადრიდის „რეალმა“ დომინიკ შობაშლაის აგენტთან კავშირზე გასვლა უკვე მოახერხა...
სამეფო კლუბმა ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერს სერიოზულად მოკიდა ხელი, ვინაიდან მოთამაშის დამატებაზე პრეტენზიას „მილანი“ და „არსენალიც“ აცხადებენ, რომლებიც აპირებენ, რომ მოთამაშე იანვარშივე გაიფორმონ.
ფლორენტინო პერესი მზად არის, „ზალცბურგის“ ლიდერს 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, ავსტრიული კლუბი კი „ბლანკოსისგან“ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
EM Sports Cunsulting-ის წარმომადგენლობა, რომელიც დომინიკის პარტნიორია, „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თუ ფეხბურთელი „მერენგების“ რიგებში გადასვლაზე თანხმობას განაცხადებს, ტრანსფერი სავსებით რეალურია.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, „ბლანკოსი“ იმაზეც თანახმაა, რომ ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი ამჟამინდელ კლუბში დაასრულოს და ზიზუს გუნდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდეს.
- 15 ნოემბერი 2020
- 723
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.