აბსოლუტურად მოულოდნელი ამბავი „რეალში“
მადრიდის „რეალში“ აბსოლუტურად მოულოდნელი და არასასიამოვნო ამბებია...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ედენ აზარმა კოვიდ 19-ზე ტესტირება გაიარა და კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. ბელგიელი ფეხბურთელი უკვე 7 დღეზე მეტია ინფიცირებულია და მორიგ ტესტს 72 საათში გაივლის.
მეორე რიგში კი უნდა აღინიშნოს მარტინ ოდეგორის მდგომარეობა, რაც საკმაოდ მოულოდნელია. ნორვეგიის ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მთელი გუნდი კარანტინში გადაიყვანეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მარტინი 10 დღის განმავლობაში ნორვეგიის ტერიტორიის დატოვებას ვერ მოახერხებს, რაც ახალი რეგულაციების ძალაში შესვლას უკავშირდება.
გარდა ამისა, უცნობია კაზემიროსა პასუხი, თუკი ბრაზილიელს კოვიდ 19 კვლავ აღენიშნება, „ვილიარეალთან“ და „ინტერთან“ მისი გამოჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
მომდევნო 72 საათში ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი.
- 14 ნოემბერი 2020
- 4 405
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.