შობაშლაის „რეალში“ ტრანსფერი ჩქარდება!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ იანვარში ერთ ფეხბურთელს დაიმატებს და ეს იქნება ერთგვარად „იძულებითი“ ტრანსფერი, ვინაიდან ფეხბურთელთან დაკავშირებით დიდი მოთხოვნა არსებობს.
საქმე 20 წლის შობაშლაის ეხება, რომელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინავს და მისი ყიდვა 20-25 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.
შობაშლაიზე პრეტენზია „არსენალმა“ და „მილანმა“ კიდევ ერთხელ გამოაცხადეს. ორივე გუნდი აპირებს, რომ იანვარში „ზალცბურგს“ მიმართოს და ტრანსფერი სრულყოს.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რეალმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველას დაასწროს და უნგრელი ნახევარმცველი გაიფორმოს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ფეხბურთელს იანვარში დაიმატებს და 6 თვიანი იჯარით კვლავ ავსტრიაში დატოვებს, ზაფხულში კი თავად ზიდანი გადაწყვეტს დაიბრუნოს თუ არა იგი შემადგენლობაში.
შეთანხმების შემთხვევაში შაბოშლაისა და „ბლანკოსს“ შორის 6 წლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი.
ბმულზე იხილეთ ფეხბურთელის საოცარი თვისებები და შესაძლებლობები!!!
- 14 ნოემბერი 2020
- 3 239
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.