„აიაქსს“ როდრიგო კვლავ აინტერესებს
ამსტერდამის „აიაქსმა“ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალს“ როდრიგო გოეშის იჯარასთან დაკავშირებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. როგორც სჩანს, ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობა ბრაზილიელი შემტევის დამატებით კვლავ ინტერესდება.
„აიაქსი“ „რეალში“ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ჰოლანდიელები ხვდებიან, რომ ზაფხულში „ბლანკოსის“ თავდასხმის მბაპეთი, ან ნებისმიერი ვარსკვლავით გაძლიერების შემთხვევაში, როდრიგოს შანსები კიდევ უფრო შემცირდება.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამსტერდამელები აპირებენ, რომ სამეფო კლუბს კიდევ ერთხელ მიმართონ. „აიაქსს“ დააკმაყოფილებს, როგორც 1 წლიანი, ასევე 2 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება.
ასევე ცნობილია, რომ ჰოლანდიური მხარე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ბრაზილიელ ფეხბურთელს სრული ხელფასი თავად გადაუხადოს.
- 14 ნოემბერი 2020
- 473
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.