„რეალი“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერი“ 2 ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ
2021 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალს“ მიუნხენის „ბაიერნთან“ და მანჩესტერ „იუნაიტედთან“ სერიოზული ჭიდილი მოუწევს.
ფლორენტინო პერესისა და სხვა გრანდების ინტერესები გადაიკვეთა.
2021 წლის ზაფხულში „რეალის“ მიზანი დაიო უპამეკანოს და ერლინგ ჰოლანდის დამატება იქნება. ამის პარარელურად აღნიშნული ფეხბურთელების შესაძენად მაქსიმალურ მობილიზებას აცხადებენ „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
მიუნხენში თვლიან, რომ ჰოლანდი რობერტ ლევანდოვსკის იდეალური შემცვლელი იქნება და წლების მანძილზე „რეკორდმაისტერის“ მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდება, უპამეკანო კი მათი გუნდის დაცვით პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, თანაც დაიოს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს და მიუნხენს მარტივად მოერგება.
რაც შეეხება მანჩესტერ „იუნაიტედს“. „წითლები“ ტრადიციულად აქტივობას გეგმავენ და თვლიან, რომ ჰოლანდი პრემიერლიგისთვის არის დაბადებული, მისი ფიზიკური მონაცემები აუცილებლად მიესადაგება იმ სტილს, რომელსაც საზოგადოებას „იუნაიტედი“ და ზოგადად ინგლისის ჩემპიონატი სთავაზობს.
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესის ამოცანა რთულდება, ამ ფეხბურთელებთან ერთად პერესის უმთავრესი მიზანი კილიან მბაპეს დამატებაა, კლუბი ასევე ფიქრობს ედუარდო კამავინგასა და პოლ პოგბაზე.
- 14 ნოემბერი 2020
- 1 174
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.