პოგბამ „რეალში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა
პოლ პოგბასა და მანჩესტერ „იუნაიტედის“ გზები მალე გაიყრება. ფრანგ ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს, რომ პრემიერლიგა დატოვოს. 27 წლის ნახევარმცველზე პრეტენზიას „რეალი“ და „იუვენტუსი“ აცხადებენ.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები აწარმოოს და მომდევნო ზაფხულს შეთანხმება შედგეს.
პოლი მზად არის, „ბლანკოსში“ გადასვლის შემთხვევაში ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.
პარალელურად ანდრეა პირლო მაქსიმალურად ცდილობს, რომ „იუნაიტედის“ ლიდერი ტურინში დაბრუნებაზე დაიყოლიოს.
- 14 ნოემბერი 2020
- 898
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.