პოლ პოგბას მადრიდში ტრანსფერი კვლავ დღის წესრიგშია
ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას ვერ ელევა. ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ 2021 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონის ბერნაბეუზე ჩამოყვანას კვლავ ეცდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლის დამატება ახლა გაცილებით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი და ზიზუ სწორედ ამიტომ ითხოვს, რომ პოგბა მადრიდელი გახდეს.
მანჩესტერ „იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ფრანგი ინგლისში 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, მაგრამ კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე მისი ფასი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული და „რეალი“ ეცდება, რომ ზიზუს სიმპატია 60 მილიონ ევროდ შეიძინოს.
მადრიდელი ექსპერტების აზრით, პოგბაში აღნიშნული თანხის გადახდა ნამდვილად ღირს, ის გახდება ლუკა მოდრიჩის ღირსეული შემცვლელი „მერენგების“ რიგებში.
- 14 ნოემბერი 2020
- 545
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.