იკერ კასილიასმა 3 საუკეთესო მწვრთნელი და 3 საუკეთესო მეკარე დაასახელა!
იკერ კასილიასმა 3 საუკეთესო მწვრთნელი და ასევე მეკარეთა ტრიო დასახელა. „რეალის“ ლეგენდამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ნამდვილად არ გამოვრიცხავ მწვრთნელობას, მაგრამ ეტაპზე სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მსურს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი თავი ამ სპორტის განვითარებას მივუძღვნა.“
„დელ ბოსკე, ანჩელოტი და ზიდანი ჩემთვის საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ, ვისთანაც კარიერის მანძილზე მიმუშავია, თუ მწვრთნელი გავხდები, მაქსიმალურად ვეცდები, რომ მათ დავემსგავსო. ისინი ძალიან მომთხოვნები და ამასთანავე მეგობრულები იყვნენ.“
„3 საუკეთესო მეკარე ამ ეტაპზე ტერ შტეგენი, იან ობლაკი და ტიბო კურტუა არიან. რთულია რომელიმეს გამორჩევა, ვინაიდან ყველა მატჩში ვხედავთ, თუ რა დონეზე დგანან აღნიშნული გოლკიპერები.“
- 13 ნოემბერი 2020
- 6 209
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.