ემილიო:„„რეალში“ ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება, ამას ღიად გპირდებით“
ემილიო ბუტრაგენიომ მადრიდის „რეალის“ სამომავლო გეგმებსა და სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ალბათ ვერავის წარმოუდგენია რა მასშტაბის პროექტთან გვაქვს საქმე და რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სანტიაგო ბერნაბეუზე.“
„2022 წელს ჩვენ მივიღებთ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონს, სადაც თამაშზეც ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებს, ეს არის დიდი ნაბიჯი პირდაპირ მომავალში. ეს იქნება უდიდესი შემოსავლის მომტანი პროექტი, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო პუბლიკის დაინტერესებას გამოიწვევს.“
„სტადიონზე მოვა ყველა, ვინც მადრიდში ყოფილა, ან არ ყოფილა, უნახავს ძველი ბერნაბეუ თუ არა. ეს იქნება ულტრამოდერნიზებული არენა, რომლის აღქმაც ალბათ წარმოდგენაშიც რთულია.“
„ჩვენ მადრიდისტებს დიდ სიურპრიზებს ვპირდებით. „რეალი“ იყო, არის და იქნება დიდი საფეხბურთო ტრადიციების პატივისმცემელი გუნდი. მომდევნო წელიწადნახევარში დიდი გეგმების განხორციელება იგეგმება.“
„ჩვენ მოზიდული გვაქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩანაფიქრი 100%-ით განხორციელდეს.“
„არსებულმა პანდემიამ ჩვენი გეგმები ვერ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 10%-ზე დიდი ეკონომიკური ზარალი მივიღეთ და უდიდესი ფინანსური პრობლემების წინაშე დავდექით, ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ არცერთი პროექტი, რომელიც ახლაც განხორციელების პროცესშია არ გადადებულიყო. მოზიდული და რეალიზაციის პროცესშია 2 მილიარდ ევროზე მეტი, რომელიც ხმარდება როგორც პროექტებს, ასევე კრიზისის დაძლევასა და ახალი გეგმების განხორციელებას.“
„პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან გუნდს დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნებისმიერი კუთხით მოქმედების დიდი არეალი გვაქვს.“
„2022 წელს ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა გუნდს, ულტრამოდერნიზებული სტადიონითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში ახალ სიტყვას იტყვის.“
- 14 ნოემბერი 2020
- 2 429
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.