„რეალი“ ბეილს აქტიურად აკვირდება
მადრიდის „რეალი“ გარეთ ბეილს აქტიურად აკვირდება. „დედაქალაქელები“ უელსელი მოთამაშის „ტოტენჰემში“ გამოსვლის ხარისხით რა თქმა უნდა ინტერესდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ბეილი მოუმატებს და ძველ მოთამაშეს გაგვახსენებს, სულაც არ არის გამორიცხული, „რეალმა“ მის დაბრუნებაზე იფიქროს.
ამის პარალელურად ბეილს აკვირდება თავად „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა, რომელსაც 2021 წლის ზაფხულში მოთამაშის გამოსყიდვის შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ ხელმძღვანელობამ უნდა განსაზღვროს, ღირს თუ არა გარეთში თუნდაც 15-20 მილიონის გადახდა და შემდეგ ფეხბურთელისთვის კოლოსალური ხელფასის დანიშვნა.
- 13 ნოემბერი 2020
- 1 115
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.