მადრიდის „რეალმა“ ისკოს მომავალი გადაწყვიტა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ისკო ალარკონის მომავალი თავად ფეხბურთელთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტა.
მადრიდული გრანდი მზად არის, ესპანელი მოთამაშე 2021 წლის ზაფხულში დათმოს. მსურველ კლუბს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
თუ ისკო თავად მოინდომებს კლუბის დატოვებას და მსურველ კლუბსაც დაასახელებს, „ბლანკოსი“ მას ახალ კოლექტივში გადასვლაში ხელს არ შეუშლის.
ერთადერთი პირობა, რომელიც ფლორენტინო პერესს აქვს თანხას უკავშირდება, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ალარკონს ზინედინ ზიდანის ნდობა აბსოლუტურად დაკარგული აქვს, ის მიმდინარე სეზონში მოედანზე ფაქტობრივად აღარ სჩანს და მარგი ქმედების კოეფიციენტის კუთხითაც მოიკოჭლებს.
ისკოს „რეალთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრმა შეთანხმების 1 წლით ადრე დარღვევისთვის „ბლანკოსი“ არანაირი პრობლემის შექმნას არ გეგმავს.
მიმდინარე სეზონში ალარკონმა ჯამში 6 მატჩი ითამაშა, სადაც 260 წუთი დაჰყო მოედანზე, ექვსივე მატჩი ლა ლიგის ეგიდით იმართებოდა, ჩეპიონთა ლიგაზე კი ესპანელი ნახევარმცველის გრაფაში მხოლოდ ნულები წერია.
- 13 ნოემბერი 2020
- 1 156
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.