ახალი ტალანტი „რეალის“ რადარზეა!
მადრიდის „რეალი“ ახალი ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად ემზადება...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესის ახალი ფავორიტი დომინიკი შობაშლაია.
მოთამაშე „ზალცბურგს“ ეკუთვნის და ძალიან დიდ პერსპექტივას ფლობს. შობაშლაი პოზიციის ნახევარმცველია და სულ რაღაც 3 კვირის წინ შეუსრულდა 20 წელი.
უნგრელი მოთამაშე „ზალცბურგის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და საკმაოდ დიდ პროგრესს აჩვენებს.
ახალგაზრდა ნახევარმცველის ფასი 20-იდან 25 მილიონ ევრომდე მერყეობს, მისი სტატისტიკა კი ნამდვილად საოცარია. მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოყოლებული 13 მატჩი გამართა, სადაც 6 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.
უნგრელს ავსტრიელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის მიმართ ინტერესს ამ ეტაპზე „რეალი“, „მილანი“ და ლონდონის „არსენალი“ იჩენენ.
- 14 ნოემბერი 2020
- 2 170
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.