მბაპემ „პსჟ“-ს მესამედ უთხრა უარი

კილიან მბაპემ „პსჟ“-სგან კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო. პარიზული კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ ფრანგები მბაპესთან, ნეიმართან, დი მარიასთან, დრაქსლერთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მოქმედ ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებდა, მაგრამ როგორც სჩანს, კილიანი პოზიციას არ ცვლის...

ლეონარდომ მბაპესგან კიდევ ერთი უარი მიიღო. „ას“ იუწყება, რომ ალ ჰელაიფი საგონებელშია ჩავარდნილი, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად მბაპეს ფასიც მცირდება.

კილიანი თავისუფალი აგენტი 2022 წელს გახდება, კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე კი მისი ფასი არ იქნება ის ციფრი, რაც თუნდაც გასულ ზაფხულს იყო.

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „რეალი“ მბააპეს 2021 წელს დამატება 160-170 მილიონ ევროდაც შეძლებს. ახლა მთავარი ის არის, რომ ფრანგმა ახალგაზრდამ ზეწოლას გაუძლოს და ზაფხულამდე დრო გაიყვანოს.

თუ „პსჟ“ 2021 წელს მბაპეს „რეალში“ გაშვებაზე უარს ეტყვის, 2022 წელს კილიანი სამეფო კლუბს უფასოდ შეუერთდება, აქედან გამომდინარე ფრანგული კლუბის მმართველს დაფიქრება მოუწევს, ვინაიდან 170 მილიონი ევროს დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2020
  • 14 110
  • 1

1

13 ნოემბერი 2020 20:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველგან წერია ეს ინფო უკვე, საბოლოოდ გადაწყვეტილია ეს ამბავი, მბაპე თეთრია ჩათვალეთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)