ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსთან შეხვედრა მოითხოვა
ესპანური „ას“-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ორშაბათს სერხიო რამოსს შეხვდება...
პერესმა კაპიტანთან შეხვედრა გადაწყვიტა, რათა ყველაფერს წერტილი დაუსვას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუნდის მმართველმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ ესპანელი მცველი მომავალთან დაკავშირებით საჯარო გამოსვლას აპირებდა.
რამოსთან დაკავშირებით აზრები ორად იყოფა. ზოგიერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, სერხიოს წასვლის შანსი დიდია, მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ სანერვიულო არაფერია და კაპიტანი გუნდში დარჩენას დაადასტურებს და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 13 ნოემბერი 2020
- 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.