„პსჟ“-მ სერხიო რამოსს დაუჯერებელი კონტრაქტი შესთავაზა!
ფრანგული „პსჟ“ მზად არის, სერხიო რამოსს საოცნებო კონტრაქტი შესთავაზოს. ფრანგები ინტენსიურად აკვირდებიან კაპიტანისა და „რეალის“ ხელმძღვანელობის ურთიერთობას...
ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, „პსჟ“ მზად არის, რამოსს 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის ჯამური ღირებულებაც 45 მილიონი ევრო იქნება.
წელიწადში 15 მილიონი ევრო რამოსს „რეალში“ თამაშის დროს არასდროს მიუღია ხელფასის სახით.
იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი სერხიოს დაყოლიებას კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებასა და ხელფასის შემცირებაზე ცდილობს, პარიზული კლუბის წინადადება ნამდვილად დაუჯერებლად ჟღერს.
ესპანელი ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი გუშინ საღამოს ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში გამოვიდა და ღიად თქვა, რომ „რეალში“ რამოსის დაკარგვის რეალური საშიშროებაა.
- 13 ნოემბერი 2020
- 1 301
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.