„რეალს“ სალაჰი 150 მილიონი დაუჯდება

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მუჰამედ სალაჰის „ლივერპულიდან“ წასვლა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მადრიდის „რეალს“ დიდი ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს.

ბრიტანელთა ცნობით, „მერსისაიდელები“ ეგვიპტელ შემტევს 150 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც მიმდინარე პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ძალიან არარეალურად ჟღერს.

სალაჰი იურგენ კლოპის გუნდის უდავო ლიდერია, თუმცა „ლივერპული“ ეტაპობრივად იწყებს თაობათა ცვლის პროცესს. კლოპის რჩეული ახალგაზრდა ჟოტა შესანიშნავად ასპარეზობს და ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად უკვე იბრძვის, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „წითლები“ როდრიგო გოეშის ტრანსფერითაც სერიოზულად ინტერესდებიან და ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს.

თუ „რეალი“ ტრანსფერში როდრიგოსაც ჩართავს, მაშინ ციფრები მნიშვნელოვნად შემცირდება, მაგრამ ზოგადად შეთანხმება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2020
  • 1 096
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)