მარიანო გაცილებით მეტ სათამაშო დროს მიიღებს
ზინედინ ზიდანი აპირებს, რომ მარიანო დიასს მეტი სათამაშო დრო მისცეს. მეტიც, ფრანგ ლეგენდას ლუკა იოვიჩის იმედი აღარ აქვს და მეორე ფორვარდად სწორედ მარიანოს განიხილავს...
დიასი ამ ეტაპზე აბსოლუტურად იგნორირებულია, ის მოედანზე ფაქტობრივად არ სჩანს და შესაბამისად ვერ ამტკიცებს, რა შეუძლია.
20 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე სამეფო კლუბს ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება მოუწევს, სადაც როტაცია გარდაუვალია. სწორედ ეს იქნება მარიანოს შანსი.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ დიასი ამ შესვენების ეტაპს სათავისოდ იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო კონდიციაში შევიდეს.
ფიზიკური თვალსაზრისით მარიანოს არანაირი პრობლემა არ აქვს, ის წონისა და კუნთის მასის მხრივ ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ყველა პარამეტრს 100%-ით აკმაყოფილებს.
თუ მომდევნო თვეებში მარიანოს მდგომარეობა არ გამოსწორდება, მისი კლუბიდან აბარგების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება.
შეგახსენებთ, მარიანო მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და 14 წუთი მიიღო სათამაშო დროის სახით, შარშანდელ სეზონში კი 7-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და ჯამში 86 წუთი ითამაშა, რაც თავისთავად კატასტროფული მაჩვენებელია.
- 12 ნოემბერი 2020
- 958
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.