ესპანური ტელევიზიები სერხიო რამოსის წასვლაზე ალაპარაკდნენ!
დრო გადის, შესაბამისად იწურება სერხიო რამოსის კონტრაქტის ვადაც, რომელიც „რეალსა“ და ესპანელს შორის არსებობს. 2021 წლის 30 ივნისს კაპიტანი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს...
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „რეალი“ ახალი შეთანხმების მიღწევას იგვიანებს, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ სერხიოს წასვლა რეალურია.
რამოსს 2 წლიანი კონტრაქტი სურდა, პერესი კი მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივებაზე იყო თანახმა. ასევე ისმოდა 1+1 ფორმატის იდეაც.
ბოლო კვირებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბლანკოსი“ 2 წლიან კონტრაქტს დათანხმდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სერხიოს ხელფასი შედარებით შემცირდებოდა.
ესპანურ ტელევიზიებში რამოსის შესახებ არსებულ ინფორმაციებს ხშირად ავრცელებენ და მისი წასვლის შესახებ აზრი სრულიად აღარ არის რეალობას მოკლებული.
კონტრაქტის დასრულებამდე 7 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამ ფონზე „რეალი“ არაფერს აანონსებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, სულ მალე სამეფო კლუი 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს და სამოქმედო გეგმას წარადგენს, რის შემდეგაც კაპიტანის მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი გახდება ცნობილი.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 12 ნოემბერი 2020
- 728
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.